რა შედეგებს მიიღებთ ჩვენთნ ვარჯიშის დროს?

გათავისუფლდებით ზურგისა და კისრის არეში დისკომფორტისგან და იგრძნობთ სიმსუბუქეს უკვე პირველი ვარჯიშის შემდეგ

დაიწყებთ ზურგის სწორად დაჭერას თვითკონტროლისა და ძალისხმევის გარეშე

მხრებში გაემართებით და აღადგენთ კუნთების ბალანსს

გათავისუფლდებით სხეულში ბლოკებისა და დაჭიმულობებისგან

გათავისუფლდებით სტრესისგან

მოიმატებს სხეულის მოქნილობა, ელასტიურობა და ფიზიკური ძალა
რა არის ტრენაჟორ „Pravilo“-ს გამაჯანსაღებელი მეთოდის არსი?
„პრავილო“-ს ტრენაჟორი უზრუნველყოფს რბილ დეკომპრესიულ ზემოქმედებას მთელ სხეულზე, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ადამიანის ხერხემალსა და სახსრებზე მუდმივი დატვირთვა ხდება, რაც იწვევს ხრტილების და მალთაშუა დისკების დაზიანებას, კუნთებისა და იოგების სპაზმს.
ჩვენი მეთოდის შესახებ
ტრენაჟორი “პრავილო” არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც შექმნილია სხეულის რბილი გაწელვისთვის.
იგი გამოიყენება ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სხეულის დგომის კორექციისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციების აღსადგენად.
გაჭიმვები შესაძლებელია როგორც პასიურ მდგომარეობაში, ისევე ჰაერში.
დამატებით, ჩვენ გთავაზობთ:
- მასაჟს ე.წ. დაოსური ცოცხებით,
- ვიბრომასაჟს სპეციალური მასაჟორით,
- კისრის გაჭიმვას გლისონის მარყუჟის გამოყენებით.
ჩვენი მეთოდი გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით.
თქვენ იმუშავებთ პერსონალურ ინსტრუქტორთან, რომელიც სრულად და პროფესიონალურად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
ინსტრუქტორი შეარჩევს თქვენზე მორგებულ ვარჯიშებს და დატვირთვებს, რაც მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს ვარჯიშის პროცესში.
ჩვენი მომსახურება
ტრენაჟორი „პრავილო“ მუშაობს სხეულის მექანიკური გაწელვის პრინციპით, ზემოქმედებას
ახდენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე, შინაგან ორგანოებზე და კუნთოვან სისტემაზე.
„პრავილო“-ს მეშვეობით შესაძლებელია:
● სხეულის დგომის გაუმჯობესება
● ხერხემლის განტვირთვა
● მოქნილობის გაზრდა
● სტრესის მოხსნა
● კუნთების გაძლიერება
● სახსრების გაჯანსაღება
„გლისონის მარყუჟი“ გამოიყენება ნევროლოგიაში და მედიცინაში, განსაკუთრებით
ხერხემლისა და კისრის გასაწელად. მისი ძირითადი სარგებელი შემდეგია:
● ხერხემლისა და კისრის განტვირთვა
● კისრის დაჭიმული კუნთების მოდუნება
● ხერხემლის დეფორმაციების კორექცია
● თავის ტკივილის შემცირება
● ნერვული სისტემის აღდგენა
„დაოსური ცოცხები“ – გახლავთ უნიკალური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება რელაქსისა და
ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. მისი სარგებელია:
● ენერგიის ბალანსის აღდგენა
● სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება
● კუნთების მოდუნება
● ტოქსინების გამოდევნა
● სტრესისა და ემოციური დაძაბულობის შემცირება
● კანის გაუმჯობესება
„მასაჟის პისტოლეტი“ – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება კუნთების ღრმა მასაჟისთვის.
მისი უპირატესობებია:
● კუნთების დაძაბულობის შემცირება
● ტკივილის შემცირება და ტრიგერული წერტილების აღმოფხვრა
● სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
● სტრესის შემცირება და საერთო განწყობის გაუმჯობესება
ფასები
პირველადი ვარჯიში
60₾
ერთჯერადი ვარჯიში
95₾
აბონემენტები
4 ვიზიტი
1 თვე
320₾
8 ვიზიტი
1 თვე
600₾
12 ვიზიტი
2 თვე
840₾
20 ვიზიტი
3 თვე
1300₾
ფასები 10 დან – 15 წლამდე
პირველადი ვარჯიში
50₾
ერთჯერადი ვარჯიში
85₾
აბონემენტები
4 ვიზიტი
1 თვე
260₾
8 ვიზიტი
1 თვე
480₾
რით განსხვავდება „პრავილო“-ს ტრენაჟორი სხვა მსგავს ტრენაჟორებისგან?
მსგავსი დეკომპრესიული ეფექტის მქონე ტრენაჟორები ბევრი არ არის. უმეტესობა მათგანი კი ზემოქმედებას ახდენს მხოლოდ ხერხემლის კონკრეტულ ნაწილზე, მაგალითად, კისერზე ან წელზე. “პრავილო” უზრუნველყოფს სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულ გაჭიმვას ოთხი ფიქსაციის წერტილის გამოყენებით, რაც ბევრად უფრო უსაფრთხო და ეფექტიანია. „პრავილო“-ზე გაწელვა სრულად მოიცავს მთელ სხეულს: ხერხემალს, კისერს, ხელებსა და ფეხებს.
ხერხემლის გაჭიმვა სასარგებლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო:
ტკივილის შემსუბუქება
გაჭიმვა ამცირებს დატვირთვას ხერხემლის მალებს შორის, რაც, შესაბამისად, ხსნის ტკივილსა
და დისკომფორტს. ეს პროცესი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც
აწუხებს ზურგის ტკივილი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს , მაგალითად, ნერვის დაჭიმვით. გაჭიმვის შედეგად, ხდება ზეწოლის შემცირება, რაც ხელს უწყობს ტკივილის მოხსნასა და სიმსუბუქის შეგრძნებას.
სხეულის დგომის გაუმჯობესება
რეგულარული გაჭიმვა ამცირებს ზურგისა და კისრის კუნთების დაძაბულობას, რაც ხელს უწყობს დგომის გაუმჯობესებასა და ხერხემლის გასწორებას.
მოქნილობის გაუმჯობესება
ხერხემლის რეგულარული გაჭიმვა ზრდის მის მოქნილობას და მოძრაობის დიაპაზონს, რაც ხელს უწყობს ტრავმების რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას.
სხეულის განტვირთვა
ხერხემლის გაჭიმვა ხელს უწყობს სხეულის რელაქსსა და დაღლილობის მოხსნას, განსაკუთრებით ხანგრძლივი ჯდომისა ან დგომის შემდეგ.
რომელი პრობლემების დროს არის რეკომენდებული „პრავილო“?
“პრავილო”-ს ტრენაჟორი რეკომენდებულია ოსტეოქონდროზის, დისკის პროტრუზიების, ართროზის, მალთაშუა თიაქრების, ხერხემლის სხვა დარღვევებისა და დგომის პრობლემების დროს. რეგულარული ვარჯიშები ხელს უშლიან ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების დაწყებას და ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, “პრავილო” სასარგებლოა ასევე უძილობის, ნევროზისა და დეპრესიის დროს. გაჭიმვისას, კუნთები რეფლექსურად დუნდება, ნერვული სისტემა ბალანსდება და ფსიქოლოგიური დაძაბულობა მცირდება. ვარჯიშის შემდეგ, სტუმრების უმეტესობა ხაზს უსვამს, რომ სხეული მეტად მოქნილია, აქვთ სიმსუბუქის შეგრძნება, შეუძლიათ მხრებში გასწორება და ა.შ.
მიიღეთ კონსულტაცია და ჩაეწერეთ საცდელ ვარჯიშზე
ჩასაწერად დააჭირეთ ღილაკს ↓
რა შედის ვიზიტში:
1. კონსულტაცია
2. პროფესიონალი ინსტრუქტორის მომსახურება
3. გაწელვა ტრენაჯორზე
4. ვიბრომასაჟი
სეანსის ხანგრძლივობა 50 წ
რა შედეგები აქვთ ჩვენს სტუმრებს?
გაეცანით მოკლე გამოხმაურებებს.
რისთვის არის სასარგებლო ჩვენი მეთოდი?
კუნთები
ტრენაჟორზე ვარჯიშისას თანაბრად იჭიმება კუნთოვანი სისტემის ყველა ნაწილი. საკუთარი წონის ზემოქმედებით ხდება მხრის სარტყლის, ზურგის, მუცლისა და ფეხის კუნთების ერთდროული გაჭიმვა და მოდუნება. მუშაობას იწყებს ასევე ყველაზე რთულად მისაღწევი კუნთები. იხსნება დაძაბულობა, ხდება სიღრმული დამუშავება.
იოგები, მყესები
რეგულარული გაჭიმვა ხელს უწყობს იოგებისა და მყესების მოქნილობის ზრდას. იოგები კუნთებს ძვლებთან აკავშირებს, ხოლო მყესები ძვლებს აკავშირებს ერთმანეთთან. გაჭიმვა აუმჯობესებს მათ ელასტიურობას, რაც ზრდის მოძრაობის დიაპაზონს და ამცირებს სახსრებზე დატვირთვას. ასაკის მატებასთან ერთად იოგები და მყესები კარგავენ ელასტიურობას, რაც იწვევს მოძრაობის შეზღუდვას და ტრავმების რისკის ზრდას.
სისხლი და ლიმფა
ჩვენი ორგანიზმის თითო ნაწილი ურთიერთდაკავშირებულია. კუნთები ასრულებენ ტუმბოს როლს, რომელიც ეხმარება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას. კუნთებში დაჭიმულობებისა და ბლოკების მოხსნით ვაუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და ვააქტიურებთ ლიმფურ სისტემას. ეს კი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, რაც, თავის მხრივ, ააქტიურებს იმუნურ სისტემას.
ნერვული სისტემა
სტრესის დროს კუნთები ხშირად იძაბება, განსაკუთრებით კი კისრის, ზურგის და მხრების არეში. გაჭიმვა ეხმარება ამ კუნთების მოდუნებას, რაც ფიზიკურ და ემოციურ შვებას იწვევს. გაჭიმვის დროს აქტიურდება პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია დასვენებასა და ორგანიზმის განტვირთვაზე. ეს ყოველივე კი ამცირებს სტრესის ჰორმონების, მაგალითად, კორტიზოლის დონეს.
გაეცანით ჩვენი გუნდი
ედგარ გევორგიანი – სტუდია Limber Life-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ყოფილი კალათბურთელი, სერტიფიცირებული მასაჟისტი და „პრავილო“-ს პროფესიონალური ინსტრუქტორი. YouTube ბლოგერი 943,000 გამომწერით.
ერიკ კარაპეტიანი – 30 წლიანი გამოცდილების მქონე სპორტსმენი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი კიოკუშინკაი კარატეში, შავი ქამრისა და მეორე დანის მფლობელი. სერტიფიცირებული „პრავილო“-ს უფროსი ინსტრუქტორი.
ნიკოლოზ ნიკოლიშვილი – სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, რეაბილიტოლოგი, სპორტსმენი, ძიუდოისტი. გამოცდილი „პრავილო“-ს ინსტრუქტორი, რომლის მიზანია სპორტული მედიცინის განვითარება.
მარიამ საყვარელიძე – ერთ-ერთი საუკეთესო გოგო ინსტრუქტორი მსოფლიოში. მარიამს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ ნაციონალურ ცეკვებში, არის თანამედროვე ბალეტის ტექნიკებისა და ფიტნეს სკოლის კურსდამთავრებული. ასევე პრავილოს სერტიფოცირებული ინსტრუქტორი.
არმინე გახლავთ სტუდიის ადმინისტრატორი, რომელმაც მიიღო უმაღლესი განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მენეჯმენტის განხრით. არის მზრუნველი, კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული. იგი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს და უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას.