1. რა ასაკობრივი შეზღუდვები არსებობს?
ვარჯიში რეკომენდირებულია 12 წლიდან 60-65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის
2. ვისთვის არ არის რეკომენდებული “პრავილო”?
უსაფრთხოების მიზნით, ვარჯიშზე არ დაიშვებიან ადამიანები, რომელთა წონა
აღემატება 130 კგ-ს, 65 წელს გადაცილებული პირები, ორსული და ნამშობიარები
ქალები, ასევე მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები, სიმსივნეებით, ოსტეოპოროზით, რევმატიზმით ან ფსიქიკური დაავადებებით. გაწელვის დროს აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, რაც საშიში შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც აქვს სისხლდენისკენ მიდრეკილება და თრომბების წარმოქმნის რისკი.
ვარჯიში არ არის რეკომენდებული ასევე იმათთვის, ვისაც აქვს ორგანიზმში
აქტიური ინფექციური, ანთებითი ან ონკოლოგიური პროცესები, რადგან სისხლის
ნაკადის ზრდის შედეგად მავნე ნივთიერებები სწრაფად გავრცელდება მთელ
ორგანიზმში. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რბილად და უსაფრთხოდ გაწელვისთვის აუცილებელია დარწმუნება, რომ სახსრები, ძვლები და ხერხემალი გაუმკლავდებიან ამ პროცესს. „პრავილო“-ზე ვარჯიში არ არის რეკომენდებული ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ძვლის იმპლანტები ან ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა ანამნეზში. მალთაშუა დისკის დიდი თიაქრის (8-10 მმ-ზე მეტი), სახსრების 3-4 ხარისხის ართროზის, სპონდილოზის და ბეხტერევის დაავადების მქონე სტუმრებმა პირველ რიგში უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
ვარჯიში ასევე არ არის რეკომენდებული ტრავმების დროს, მენსტრუაციის პერიოდში, ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას, აგრეთვე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ან აბსტინენციის სინდრომის დროს.
3. იგრძნობა თუ არა ტკივილი ვარჯიშის დროს?
ვარჯიშის დროს ტკივილი არ უნდა იყოს. ტკივილი არის სიგნალი იმისა, რომ რაღაც არასწორად მიდის. თუ ადამიანი სერიოზულ დისკომფორტს გრძნობს ვარჯიშის დროს, მან დაუყოვნებლივ უნდა უთხრას ინსტრუქტორს ამის შესახებ. არ შეიძლება რაიმე სახის უსიამოვნო შეგრძნებების მოთმინება: ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და ა.შ. ინსტრუქტორი ყოველთვის ყურადღებით აკვირდება სტუმრის მდგომარეობის ცვლილებებს. თუ, მაგალითად, თქვენ მიდრეკილი ხართ მაღალი არტერიული წნევის ან სინკოპალური მდგომარეობებისკენ, გააფრთხილეთ თქვენი ინსტრუქტორი ამის შესახებ ვარჯიშის დაწყებამდე. პირველი ვარჯიშის დროს შესაძლოა ხელების დისკომფორტი, რადგან ისინი უფრო სუსტია, ვიდრე ფეხები და ნაკლებად მომზადებულია დატვირთვისთვის, მაგრამ ეს დისკომფორტი არ უნდა გადავიდეს მწვავე ტკივილში. ვარჯიშის შემდეგ სტუმარმა შეიძლება ასევე იგრძნოს კუნთების ტკივილი, ისევე როგორც ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ზოგიერთი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის მიჩვეული ფიზიკურ აქტივობებს, ეს ტკივილი შეიძლება საკმაოდ ინტენსიური იყოს. კუნთების ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს 1-2 დღე.
4 საშიშია თუ არა „პრავილო“-ზე ვარჯიში?
ინსტრუქტორის მეთვალყურეობით ვარჯიშები სრულიად უსაფრთხოა. კვალიფიცირებული ინსტრუქტორები ადგენენ ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამას თითოეული ადამიანისთვის. იგი მთელი პროცესის განმავლობაში აკვირდება სტუმარს და იღებს უკუკავშირს. გარდა ამისა, “პრავილო”-ზე გაჭიმვა ხდება საკუთარი წონის ქვეშ, დამატებითი დატვირთვის გარეშე, ამიტომ სხეულის გადატვირთვა გამორიცხულია.
5. როგორ მოქმედებს “პრავილო” განწყობაზე?
ვარჯიშის შემდეგ ემოციური მდგომარეობა გაცილებით სტაბილური ხდება. უნდა ითქვას, რომ ფიზიკური აქტივობა ზოგადად იწვევს სისხლში სიამოვნების ჰორმონების გამოყოფას, თუმცა “პრავილო”-ზე ვარჯიშს დამატებით აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ამასთანავე “პრავილო”-ზე ვარჯიშის შემდგომ იხსნება სტრესი, დუნდება ნერვული სისტემა, სხეულში გამოიყოფა დოფამინი, სეროტონინი, რაც ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებლად.
6. რთულია თუ არა “Pravilo”-ზე ვარჯიში?
სპორტი სულაც არ არის მარტივი, მით უმეტეს, გაჭიმვა, რომელიც ზოგადად უჩვეულო აქტივობაა ორგანიზმისთვის. ვარჯიში გულისხმობს საკუთარი თავის დაძლევას, თუმცა ვარჯიშის ბოლოს თქვენ მიიღებთ სიმსუბუქის შეგრძნებას. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ადამიანს, როგორც წესი, ბევრად უმარტივდება „პრავილო“-ს ტრენაჟორზე ვარჯიში, ვიდრე სხვა სახის ტრენაჟორებზე, რადგან არ არის საჭირო რთული ელემენტების მუდმივად შესრულება. ზოგიერთი ჩვენი კლიენტი ხუმრობს, რომ ჩვენი ვარჯიშები შესანიშნავია ზარმაცებისთვის. ვარჯიშის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, როგორც წესი, არის დისკომფორტის ნაკლებობა ვარჯიშების შემდეგ.
7. რამდენად ეხმარება „პრავილო“ ზურგის ტკივილების მოხსნაში?
დიახ, “პრავილო” ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც ხსნის ტკივილებსა და დისკომფორტს ზურგის არეში.
8. რა სიხშირით არის რეკომენდებული ვარჯიშები?
საუკეთესო სიხშირე შეადგენს კვირაში 1-2 ვარჯიშს, რათა ორგანიზმს მიეცეს დრო აღდგენისთვის.
9. როდის იგრძნობა ეფექტი?
პირველი შედეგები შესამჩნევია 5-10 ვარჯიშის შემდეგ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შეწყვიტოთ ვარჯიში. რეგულარულობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენი სტუმრების უმეტესი ნაწილი, ვინც ერთხელ მაინც სცადა პრავილოს ტრენაჟორზე ვარჯიში, აგრძელებს და არ ანებებს თავს. მათი თქმით, თითოეული ვარჯიში ავსებს მათ ენერგიითა და ძალით.
10 რატომ მოქმედებს “პრავილო” მთელ ორგანიზმზე?
ხერხემლის მდგომარეობა გავლენას ახდენს ორგანიზმში ყველა ორგანოზე. “პრავილო”-ზე ვარჯიშის შედეგად კი უმჯობესდება არა მხოლოდ ხერხემლის მდგომარეობა, არამედ შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაც.
11 შეიძლება თუ არა პოზის გაუმჯობესება “პრავილო”-ზე ვარჯიშით?
დიახ, ტრენაჟორი ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებასა და პოზის კორექციას. როდესაც კუნთები მოდუნებული და სუსტია, შესაბამისად, ჩნდება ბლოკები, სპაზმები, გამრუდებები და ა.შ. ჩვენი ვარჯიშების შედეგად კი ძლიერდება კუნთები, იხსნება ბლოკები, სპაზმები, სწორდება ხერხემალი და სხეულს უბრუნდება ბუნებრივი სიმეტრია.
12 შესაძლებელია თუ არა წონაში დაკლება “პრავილო”-ზე ვარჯიშით?
დიახ, ვინაიდან რეგულარული ვარჯიშები აჩქარებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს ლიმფის მიმოქცევას და ხელს უწყობს კალორიების წვას.