რატომ გტკივა წელი?
წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თანამედროვე ადამიანებში. ძირითადი მიზეზებია:
- ხერხემლის მალთაშუა დისკების დეგენერაცია (ოსტეოქონდროზი)
- დისკის თიაქარი ან პროტრუზია
- კუნთოვანი სპაზმები — განსაკუთრებით გაუმაგრებელი ზურგის კუნთების შემთხვევაში
- სიმძიმეების არასწორად აწევა
- მჯდომარე რეჟიმი — ოფისური რუტინა, საჭესთან დიდხანს ჯდომა
- ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება
- გინეკოლოგიური ან შარდსასქესო პრობლემები (ზოგჯერ წელი არა ხერხემლის, არამედ შინაგანი ორგანოების გამო გტკივა).
როგორ ეხმარება ტრენაჟორ „პრვილოზე“ გაწელვა წელის ტკივილს?
- ათავისუფლებს მალთაშუა დისკებზე ზეწოლას:
ამცირებს დისკის თიაქრისა და პროტრუზიის ტკივილს. - ხსნის კუნთოვან სპაზმებს:
დუნდება წელის ღრმა და ზედაპირული კუნთები. - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს რეგენერაციას:
განსაკუთრებით ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში. - უბრუნებს სხეულს ფიზიოლოგიურად გამართულ პოზას:
წელის გადატვირთვა ხშირად მოდის არასწორი პოზისგან — „პრავილო“ ამას ანეიტრალებს.
მნიშვნელოვანია:
თუ ტკივილი:
- ძალიან ძლიერია
- გადადის ფეხში
- თან ახლავს ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე კიდურებში
აუცილებელია ნევროლოგის ან ოსტეოპათის კონსულტაცია.
ტრენაჟორზე გაწელვაც უნდა მოხდეს სპეციალისტის მეთვალყურეობით.