ზურგის ტკივილის დროს თუ ეხმარება პრავილო?
- გაწელვა და დეკომპრესია – პრავილო ეხმარება ხერხემალს ბუნებრივად “გაჭიმვაში”, რაც ამცირებს წნევას მალთაშორის დისკებზე და ხსნის დაძაბულობას.
- კუნთების მოდუნება – გაწელვა და პოზიციური დატვირთვა ხელს უწყობს პოსტურული კუნთების მოდუნებას, რომლებიც ხშირად პასუხისმგებელნი არიან ზურგის ქრონიკულ ტკივილზე.
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება – გაწელვა აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის ნაკადს, რაც აჩქარებს დაზიანებული ან გადატვირთული ქსოვილების აღდგენას.
- პოზის გაუმჯობესება – პრავილო ასწორებს სხეულის ბუნებრივ სიმეტრიას და ეხმარება ადამიანს სწორი პოზის შენარჩუნებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- სტრესის მოხსნა – “პრავილო”-ზე ვარჯიშის დროს ქრება შფოთვისა და ნერვული დაძაბულობის შეგრძნება. ნერვული სისტემა წყნარდება , და დუნდება.
მაგრამ:
თუ ზურგის ტკივილი გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით, გაწელვებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან:
- დისკის თიაქარი (8მმ-ზე დიდი ზომის)
- ოსტეოპოროზი
- ხერხემლის ტრავმული დაზიანება ან მოტეხილობა