Skip to content
Menu

წელის ტკივილი

რატომ გტკივა წელი?

წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თანამედროვე ადამიანებში. ძირითადი მიზეზებია:

  1. ხერხემლის მალთაშუა დისკების დეგენერაცია (ოსტეოქონდროზი)
  2. დისკის თიაქარი ან პროტრუზია 
  3. კუნთოვანი სპაზმები — განსაკუთრებით გაუმაგრებელი ზურგის კუნთების შემთხვევაში
  4. სიმძიმეების არასწორად აწევა
  5. მჯდომარე რეჟიმი — ოფისური რუტინა, საჭესთან დიდხანს ჯდომა
  6. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება
  7. გინეკოლოგიური ან შარდსასქესო პრობლემები (ზოგჯერ წელი არა ხერხემლის, არამედ შინაგანი ორგანოების გამო გტკივა).

 

 როგორ ეხმარება ტრენაჟორ „პრვილოზე“ გაწელვა წელის ტკივილს?

  1. ათავისუფლებს მალთაშუა დისკებზე ზეწოლას:
    ამცირებს დისკის თიაქრისა და პროტრუზიის ტკივილს.
  2. ხსნის კუნთოვან სპაზმებს:
    დუნდება წელის ღრმა და ზედაპირული კუნთები.
  3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს რეგენერაციას:
    განსაკუთრებით ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში.
  4. უბრუნებს სხეულს ფიზიოლოგიურად გამართულ პოზას:
    წელის გადატვირთვა ხშირად მოდის არასწორი პოზისგან — „პრავილო“ ამას ანეიტრალებს.

მნიშვნელოვანია:

თუ ტკივილი:

  • ძალიან ძლიერია
  • გადადის ფეხში
  • თან ახლავს ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე კიდურებში

აუცილებელია ნევროლოგის ან ოსტეოპათის კონსულტაცია.
ტრენაჟორზე გაწელვაც უნდა მოხდეს სპეციალისტის მეთვალყურეობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *